CISCO Networking Academy
ქსელური აკადემია

CCNA

Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეისწავლის მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვას, ინსტალაციასა თუ მართვას. ეს არის საბაზო კურსი, რომელიც მოიცავს არა მარტო თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, არამედ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია ქსელური ადმინისტრატორისათვის კრიტიკულად საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად.

  აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით Cisco-ს CCNA საერთაშორისო გამოცდისათვის, რომელსაც ისინი მიიღებენ აკადემიაში CCNA კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.